ფრე და წაგება სლოვაკეთში - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უცხოური ტურნე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა სლოვაკეთში გამართული ტურნე მასპინძელ თანატოლებთან მარცხით დაასრულა – 1:2.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა პირველ ტესტმატჩში საბა სამუშიასა და ვახტანგ სალიას გოლებით ფრედ 2:2 ითამაშა. მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, მაგრამ კაცნაკლულად დარჩენილი საბოლოოდ დამარცხდა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ქართველი 19-წლამდელები მე-60 წუთზე საბა გეგუჩაძემ დააწინაურა, მაგრამ 74-ე წუთზე ტიმოტეი ვავრიკმა წონასწორობა აღადგინა. ოთხ წუთში არბიტრმა რატი გრიგალავას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ამით სლოვაკებმა ისარგებლეს, 88-ე წუთზე სამუელ დიკოშმა მეორე ბურთი გაიტანა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 2:1.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამართავს – გუნდი ნორვეგიას, ესტონეთსა და ჯგუფის მასპინძელ შევედეთს დაუპირისპირდება.
U19 | საკვალიფიკაციო ეტაპი
12 ნოემბერი | შვედეთი – საქართველო
15 ნოემბერი | ნორვეგია – საქართველო
18 ნოემბერი | ესტონეთი – საქართველო