U19 | საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
U19 | საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, „პეტრო არენაზე“ ისრაელთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრედ დაასრულა – 0:0.

ვასილ მაისურაძემ, ისევე როგორც ისრაელის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოფირ ჰაიმმა, შემადგენლობა საგრძნობლად შეცვალა. ბევრი მცდელობისა და რეალური შანსების მიუხედავად, გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართა – დაძაბული თამაში ბოლო წამზე გატანილი გოლით ისრაელმა 3:2 მოიგო.

19-წლამდელთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებამდე ეს ბოლო მოსამზადებელი შეკრება იყო. ელიტრაუნდს კი 20-26 მარტს იტალია უმასპინძლებს – საქართველოს ნაკრები ჯგუფში შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებს.


საქართველო (U19) – ისრაელი (U19) 0:0


საქართველო: კურტანიძე (46. კოპალიანი), სადღობელაშვილი, ნარიმანიძე (79. ბასილაძე), ბუკია, ფაღავა (79. ჩიქოვანი), გ. ცეცხლაძე, სამუშია (79. ტყეშელაშვილი), მაშავა (46. ბერელიძე), ლორთქიფანიძე, შეროზია (46. გეგუჩაძე), ნ. ცეცხლაძე (46. ფრიდონიშვილი)

სათადარიგოები: ბედიაშვილი, გობეშია, გოგსაძე, ინაიშვილი, ბუბუტეიშვილი