ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, რატი იონათამიშვილი ერთ-ერთი დეპუტატია, ვისი კანდიდატურაც ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტზე სახელდება.
ამჟამად, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი დაიკავოს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიცია ამ დროისთვის გია ვოლსკის უკავია, თუმცა მან შესაძლოა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შეცვალოს.