ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება

12:51, 25.11.2019

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, რატი იონათამიშვილი ერთ-ერთი დეპუტატია, ვისი კანდიდატურაც ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტზე სახელდება.

ამჟამად, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი დაიკავოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიცია ამ დროისთვის გია ვოლსკის უკავია, თუმცა მან შესაძლოა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შეცვალოს.

მსგავსი