ფრანკფურტის სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ფრანკფურტის სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გერმანიაში, ჰესენის ფედერალური მიწის სასამართლომ გერმანიის მოქალაქეს, ტერორიზმში ბრალდებულ 32 წლის აბდელკარიმ ე.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სამხედრო დანაშაულის ხელშეწყობასა და ტერორისტული გაერთიანების წევრობაში ცნეს დამნაშავედ.

2016 წლის ნოემბერში სასამართლომ აბდელკარიმ 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ახლა მას პატიმრობის ვადა გაუგრძელდა, რადგან საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

გამოძიების ინფორმაციით, ფრანკფურტში დაბადებული აბდელკარიმ ე. რადიკალიზაციის შემდეგ სირიაში გაემგზავრა, სადაც 2013-2014 წლებში იმყოფებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის ნოემბერში ის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და მძევლად აყვანილი ადამიანი წამებაში მონაწილეობდა. წამების პროცესი აბდელკარიმს თავისი მობილური ტელეფონით ჰქონდა გადაღებული. 2015 წლის თებერვალში ის ფრანკფურტში დაბრუნდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.