ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კარიკატურა გამოაქვეყნა
ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კარიკატურა გამოაქვეყნა.
ფოტო ჟურნალიდან სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს.
კარიკატურაზე ნაჩვენებია ვლადიმერ პუტინი, მას ხელში მარიონეტი უჭირავს, რომელიც ამბობს:“მე ქსენია სობჩაკი მქვია, ვარ პუტინის მოწინააღმდეგე კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე“.
პუტინის ზურგს უკან კი მამაკაცი ზის, რომელსაც შეკრული აქვს ხელები და ახვეული აქვს თვალები. „მე ალექსეი ნავალნი ვარ, ერთდერთი დემოკრატი. ნუ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებზე“, – ამბობს ის.
Charlie Hebdo-ს ნომერი, რომელშიც აღნიშნული კარიკატურა გამოქვეყნდა, 14 მარტით არის დათარიღებული.