ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი ელისეის სასახლეში დასაქმდა
საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი ელისეის სასახლეში დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, თეიმურაზ გორჯესტანი ელისეის სასახლის დიპლომატიური განყოფილების თანამშრომელი გახდა. მანამდე გორჯესტანი ნიუ იორკში, გაერო-ში საფრანგეთის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა.
როგორც ფრანგული მედია წერს, ელისეის სასახლეში გორჯესტანს აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნების საკითხებზე მოუწევს მუშაობა.