ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერები დღეს პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ
ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერები დღეს პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ

ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერი დღეს პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ელისეის სასახლე ავრცელებს.

როგორც საფრანგეთში აცხადებენ, ევროპელი ლიდერების გზავილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის, რომ უკრაინის საკითხებში ევროპა მტკიცეა და ისინი უპირისპირდებიან რუსეთის ნარატივს, რომ ის აუცილებლად მოიგებს ომს.

„ჩვენ გვინდა ძალიან მტკიცე მესიჯის გაგზავნა პუტინისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ჩვენი მიზანია ამ იდეის დანგრევა. მას სურს დაგვაჯეროს, რომ ის როგორღაც გაიმარჯვებს“, – განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა მედიასთან.

„როიტერი“ წერს, რომ პარიზში შეხვედრას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრი სანჩესი და სხვა ქვეყნის ლიდერებიც დაესწრებიან. ხოლო შეერთებული შტატებიდან კონფერენციზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი დაესწრება.