ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური გარდაიცვალა
ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური გარდაიცვალა

სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია და ფრანგული გამოცემები ავრცელებენ.

შარლ აზნავური (ნამდვილი სახელი შახნურ ვახინაკ აზნავურიანი) დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი, საქართველოდან.

შარლ აზნავურს  180 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული, გადაღებულია 60-ზე მეტ ფილმში, დაწერილი აქვს 1600-მდე სიმღერა.

მომღერალი 2009 წლიდან იყო სომხეთის ელჩი შვეიცარიაში და ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში .