შარლ აზნავურის პატივსაცემად ეიფელის კოშკი ოქროსფრად განათდა

09:10, 03.10.2018

ლეგენდარული შანსონიესა და მსახიობის, შარლ აზნავურის პატივსაცემად, პარიზში ეიფელის კოშკი ოქროსფრად განათდა.

გარდა ამისა, იენის ხიდზე, რომელიც ეიფელის კოშკამდე მიდის, მომღერლის ცნობილი სიმღერები ისმის.

პარიზის მერის ინიციატივით, უახლოეს მომავალში რომელიმე ქუჩას, გამზირს ან სკვერს შარლ აზნავურის სახელი მიენიჭება.

შარლ აზნავური პირველ ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, საკუთარ სახლში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი