ფოთში, საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა.
ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა.
ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ექვსსულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას და დროულ რეაგირებას სთხოვს.