ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

13:49, 11.07.2018

ფოთში, საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა.

ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა.

ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ექვსსულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას და დროულ რეაგირებას სთხოვს.

მსგავსი