ფოთში ხანძრის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა
ფოთში ხანძრის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა

ფოთში, ნაბადის უბანში, ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში საცხოვრებელი ბინა დაიწვა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა. ის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ კორპუსში სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ. ოჯახი, სადაც ხანძარი გაჩნდა მრავალშვილიანია.

ხანძრის შედეგად ბინაში სრულად განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.