ფოთში გამოკვლეულ 63 სამართალდამცველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გამოკვლეულ 63 სამართალდამცველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 63 პირის კვლევის შედეგი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები არიან.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ 63 პირი. ისინი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.