ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავმა ელექტროსადენებმა და მოკლე ჩართვამ გამოიწვია. საბოლოოდ, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.