ფოთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

23:35, 28.08.2020

ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავმა ელექტროსადენებმა და მოკლე ჩართვამ გამოიწვია. საბოლოოდ, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი