ფოთში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
წინასწარი ინფორმაციით, ორმა შეიარაღებული ნიღბიანმა თანხის წაღება შეძლო.
„შემთხვევის დროს სხვები მორიგეობდნენ. ვიცით, რომ ყაჩაღებმა ბენზინგასამართი სადგურიდან თანხის წაღება მოასწრეს, თუმცა მისი ოდენობა ჩვენთვის უცნობია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა“,- განაცხადა ბენზინგასამართი სადგურის ერთ- ერთმა თანამშრომელმა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.