ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სავარაუდოდ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები არიან.  ისინი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები.

ხანძრის მიზეზები ჯერ უცნობია.