ფოთში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა დღეს საღამოს საათებში დაიწყება
ფოთში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა დღეს საღამოს საათებში დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, შიდა ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.
„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი. ქიმიურ წამლობის არეალად ქალაქის ტერიტორია სრულად განისაზღვრა. უკვე მობილიზებულია და გადანაწილებულია ტექნიკა“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
ქიმიური შეწამვლა მუნიციპალიტეტის ოთხივე უბანში 17 საათის შემდეგ ერთდროულად დაიწყება.