საერთაშორისო ხაზებზე მომუშავე სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფოთის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და პანდემიის შედეგად სამუშაო პროცესში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს.
საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებმა დასვეს რეგულაციების შეცვლის, კარანტინის მოხსნისა და უფასო სამედიცინო ტესტირების საკითხი. მათ რეგულაციების შეცვლის მოთხოვნით გუშინ ფოთში საპროტესტო აქციაც მოაწყვეს.
„მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ დასმული საკითხები შესაბამისი სტრუქტურების მიერ უმოკლეს ვადაში იქნება განხილული. საკითხი გადაიჭრება ისე, რომ მძღოლების ინტერესიც იყოს გათვალისწინებული, დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა და არ შეფერხდეს ტვირთების ტრანსპორტირება და საერთაშორისო გადაზიდვები“, – განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.