ფოთის მერია მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარს გამოყოფს
ფოთის მერია მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარს გამოყოფს

ფოთის მერია მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას იწყებს და სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარს გამოყოფს.

აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„აქციაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, ჩაერთოს ჰუმანიტარულ აქციაში და მოიტანოს არამალფუჭებადი პროდუქცია და ასევე პირველადი მოხმარების საჭიროების ნივთები.

მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება უკრაინელი მოსახლეობის პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთების შესაძენად“, -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

„ჰუმანიტარული პუნქტი ხვალიდან ფოთში, ნინო ჟვანიას ქ. N7-ში მდებარე მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ დარბაზში გაიხსნება. ჰუმანიტარული ტვირთვის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ფოთის მერიის ინფორმაციაში.