​ფოთის მერიასთან აქცია გაიმართა
​ფოთის მერიასთან აქცია გაიმართა

ფოთის მერიასთან აქცია გაიმართა, რომელზეც ქალაქში გავრცელებული თევზის სუნი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან, გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

„მიუხედავად უამინდობისა და დაჭერებისა, შევიკრიბეთ. მოვიდა ხალხი, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ იმედია, გაიზრდება მათი რაოდენობა, აქციები გაგრძელდება. ვითხოვთ მერთან შეხვედრას, არ მოდის, რისი ეშინია, არ ვიცით. ამ ხალხმა ერთ დროს მას დაუჭირა მხარი, იკადროს და შეხვდეს მათ. ჩვენი გვერდში დგომა თუ სჭირდება, დავუდგებით გვერდში, რომ მოვაგვაროთ ერთხელ და სამუდამოდ თევზის სუნის პრობლემა, რათა არ მოუწიოთ ხვალ და ზეგ ახალგაზრდებს სიცივესა და წვიმაში აქციების გამართვა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გიორგი ქვარცხავამ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.