ფოთი-ხობის ცენტრალური მაგისტრალიდან თხილით სავსე მანქანა გაიტაცეს. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-ს ცნობით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცავებმა ავტომანქანის პოვნა ცხელ კვალზე შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.