ფოთი-ხობის ცენტრალური მაგისტრალიდან თხილით სავსე მანქანა გაიტაცეს

17:45, 19.10.2020

ფოთი-ხობის ცენტრალური მაგისტრალიდან თხილით სავსე მანქანა გაიტაცეს. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს-ს ცნობით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცავებმა ავტომანქანის პოვნა ცხელ კვალზე შეძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი