ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ერთ-ერთი არასწრულოვანია.
დაჭრის ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასწრულწლოვნის მიმართ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.