ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ერთ-ერთი არასწრულოვანია.

დაჭრის ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასწრულწლოვნის მიმართ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

დატოვე კომენტარი