ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა შენდება
ზუგდიდში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
„ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ფონდ ,,ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი, ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5 000-ზე მეტი მაყურებელისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.
ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა „ქართუმ“ მანამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.