ფლორიდის შტატში, ქალაქ ლეიკ უელსში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით 17:20 საათზე მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. მომხდარის სიახლოვეს ზურგჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც კიდევ ერთი მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო.
სავაჭრო ცენტრი ევაკუირებულია.