ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა თავს
ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა თავს

ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა თავს. შტატის სანაპიროსთან მიახლოებისას ქარიშხალი მესამე კატეგორიის სიმძლავრის იყო. ამჟამად „იდალიის“ სიმძლავრე მეორე კატეგორიამდე შესუსტდა. ქარის სიჩქარე საათში 110 მილს აღწევს.

ფლორიდის მექსიკის ყურის სანაპიროზე 230 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ფლორიდის ოლქების ნაწილში, სანაპირო დასახლებებში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. გამოცხადებულია ტორნადოს საფრთხეც.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ფლორიდის გუბერნატორთან, რონ დესანტისთან მუდმივ კონტაქტზეა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას ყველაფრით, რაც სჭირდება.