ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან აფეთქება მოხდა

07:07, 22.01.2018

ფლორიდის შტატში, ქალაქ ლეიკ უელსში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით 17:20 საათზე მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. მომხდარის სიახლოვეს ზურგჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც კიდევ ერთი მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო.

სავაჭრო ცენტრი ევაკუირებულია.

მსგავსი