ფლორიდაში, სატვირთო მანქანების ავტოპარკში თვითმფრინავი ჩამოვარდა
ფლორიდაში, სატვირთო მანქანების ავტოპარკში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ფლორიდაში, სატვირთო მანქანების ავტოპარკში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 19:08 საათზე მოხდა. როგორც „ბიბისი“ წერს, თვითმფრინავი ერთ-ერთ ტრაილერს დაეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

„ბიბისი“ წერს, რომ, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია პილოტი.

ამასთან, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, „ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე“.

შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.