ფლორიდაში დონალდ ტრამპის, სენატორ ჯეი დი ვენსისა და მათი ოჯახების მიმართ მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ფლორიდაში დონალდ ტრამპის, სენატორ ჯეი დი ვენსისა და მათი ოჯახების მიმართ მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სენატორ ჯეი დი ვენსისა და მათი ოჯახების მიმართ სოციალურ ქსელებში მუქარის გამოქვეყნების ბრალდებით ფლორიდაში მამაკაცი დააკავეს.

შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ქალქ ჯუპიტერის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოკვლის მუქარების ბრალდებით დაკავებულია მაიკ ვაისმენი, რომელიც საპატიმროშია გადაყვანილი.

გამოძიების ცნობით, მაიკ ვაისმენმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დონალდ ტრამპისა და მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, ვენსის წინააღმდეგ მუქარის შემცველი რამდენიმე შეტყობინება დაწერა. ასევე, ფიზიკური დაზიანების მუქარებს ტრამპისა და ვენსის ოჯახის წევრების მისამართითაც აქვეყნებდა.

ინტერნეტში მუქარის შემცველი პოსტების შესახებ ადგილობრივ პოლიციას რამდენიმე მოქალაქემ შეატყობინა.

ქალაქი ჯუპიტერი ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დაახლოებით 32 კილომეტრში მდებარეობს.