დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთსა და ჩინეთთან კარგ ურთიერთობას შეძლებს

13:48, 17.09.2024

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთსა და ჩინეთთან „კარგ ურთიერთობას“ შეძლებს.

ამის შესახებ მან X პლატფორმაზე ბლოგერსა და კრიპტოვალუტის აქტივისტთან, ფარუკ სარმადთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ ვიცი, არიან თუ არა ისინი მტრები. ვფიქრობ, ჩვენ მშვენივრად ვიქნებით ჩინეთთან. ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი. მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ „რუსეთმა ეს სიტუაცია მოაგვაროს“.

მსგავსი