ბენიამინ ნეთანიაჰუ – შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობით

10:12, 16.09.2024

ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და მისი მეუღლე შოკირებული იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მეორეჯერ განხორციელებული მკვლელობის მცდელობით.

„ჩვენ ვუგზავნით საუკეთესო სურვილებს დონალდსა და მელანიას და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ასეთი სასიკვდილო თავდასხმები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე აღიკვეთოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი