იტალიის ქალაქ ფლორენციაში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აქციის მონაწილეებმა სენეგალელი გარემოვაჭრის მკვლელობა გააპროტესტეს.
„შეაჩერეთ რასიზმი“, – ასეთი იყო მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის ლოზუნგი.
იტალიის პოლიციის ინფორმაციით, ჩანთებით მოვაჭრე სენეგალელი მამაკაცი იტალიელმა რობერტო პირონემ ექვსი გასროლით მოკლა. მკვლელობა იტალიის საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 5 მარტს მოხდა.
როგორც სააგენტო Reuters-ს პოლიციაში განუცხადეს, მკვლელობის მოტივი რასიზმი არ ყოფილა – პირონეს სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა.