ფლორენციაში რასიზმის წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა
ფლორენციაში რასიზმის წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

იტალიის ქალაქ ფლორენციაში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აქციის მონაწილეებმა სენეგალელი გარემოვაჭრის მკვლელობა გააპროტესტეს.

„შეაჩერეთ რასიზმი“, – ასეთი იყო მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის ლოზუნგი.

იტალიის პოლიციის ინფორმაციით, ჩანთებით მოვაჭრე სენეგალელი მამაკაცი იტალიელმა რობერტო პირონემ ექვსი გასროლით მოკლა. მკვლელობა იტალიის საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 5 მარტს მოხდა.

როგორც სააგენტო Reuters-ს პოლიციაში განუცხადეს, მკვლელობის მოტივი რასიზმი არ ყოფილა – პირონეს სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა.