ფიროსმანის „კახური ღვინო“ მესაკუთრეს დაუბრუნდა 
ფიროსმანის „კახური ღვინო“ მესაკუთრეს დაუბრუნდა 

ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი „კახური ღვინო“ მესაკუთრეს დაუბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საადვოკატო ბიურო „კაპანაძე და კომპანია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განაჩენით გაუქმდა 2011 წლის უკანონო და იმავდროულად უსამართლო განაჩენი.

„მოცემულ საქმეზე მსჯავრდებული ყველა პირი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სრულად და იმავდროულად მესაკუთრეს დაუბრუნდა ამავე განაჩენით უკანონოდ ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემული ხელოვნების ნიმუში – ფიროსმანის ნამუშევარი „კახური ღვინო“, – აღნიშნულია ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.