ალბერტინას მუზეუმმა ნიკო ფიროსმანზე შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა
ალბერტინას მუზეუმმა ნიკო ფიროსმანზე შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანზე შექმნილ 3- წუთიან ვიდეორგოლს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე, ბიოგრაფიასა და ავსტრიულ გამოფენაზე ალბერტინას მუზეუმის დირექტორი და გამოფენის კურატორი საუბრობენ.

გერმანულენოვან ვიდეორგოლს ქართველი მხატვრის შესახებ ინგლისური სუბტიტრები ახლავს. ალბერტინას მუზეუმის დირექტორი ვიდეოში მაყურებელს ეუბნება, რომ  რამდენიმე გარემოებას უნდა მიაქციონ ყურადღება, მაგალითად იმას, რომ ნიკო ფიროსმანი და მხატვარი გუსტავ კლიმტი ერთსა და იმავე წელს დაიბადნენ და გარდაიცვალნენ. თუმცა მხოლოდ ეს არ არის უცნაური დამთხვევა და მსგავსება ამ ორ მხატვარს შორის…

ნიკო ფიროსმანი თვითნასწავლი მხატვარია, გვიამბობს ავსტრიის გამოფენის კურატორი და მის შემოქმედებასა და მხატვრის შინაგან სამყაროზე საუბრობს. ვიდეოში ასევე საუბარია ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილ მაგიდაზე, სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც სწორედ მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

„ნიკო ფიროსმანი ყოველთვის ოცნებობდა მაგიდის გარშემო ჩაი დაელია მისი დროის ყველაზე ცნობილ მხატვრებთან და არტისტებთან ერთად“,- ნათქვამია მუზეუმის ვიდეორგოლში ..

ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრები 27 იანვრამდე დარჩება.