ალბერტინას მუზეუმმა საკუთარ გვერდზე ფიროსმანის კიდევ ერთი ნამუშევარი გამოაქვეყნა
ალბერტინას მუზეუმმა საკუთარ გვერდზე ფიროსმანის კიდევ ერთი ნამუშევარი გამოაქვეყნა

ალბერტინას მუზეუმმა საკუთარ გვერდზე ფიროსმანის კიდევ ერთი ნამუშევარი გამოაქვეყნა და დამთვალიერებელსა და ოჯახებს ბედნიერი კვირა დღე უსურვა.

მუზეუმმა ოფიციალურ გვერდზე ამჯერად ნახატი „თეთრი ღორი გოჭებით“ გამოაქვეყნა.

„ცხოველები მოტივია ქართველი ხელოვანის, ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაში. გისურვებთ სასიამოვნო კვირა დღეს და ისიამოვნეთ თქვენს ოჯახთან ერთად, როგორც ამ ნახატზეა გამოსახული“, – წერია ალბერტინას მუზეუმის „ინსტაგრამის“ გვერდზე.

მანამდე ალბერტინას მუზეუმმა საკუთარ გვერდზე ნიკო ფიროსმანის 1914 წელს შესრულებული ნამუშევარი „დათვი მთვარიან ღამეში“ გამოაქვეყნა და დამთვალიერებელს ჰელოუინის დღესასწაული მიულოცა.