Firat-ი - აფრინის რეგიონში თურქეთის არმიისა და „თავისუფლი სირიის არმიის“ 59 ჯარისკაცი მოკლეს
Firat-ი - აფრინის რეგიონში თურქეთის არმიისა და „თავისუფლი სირიის არმიის“ 59 ჯარისკაცი მოკლეს

გასული ღამის განმავლობაში, სირიის აფრინის რეგიონში თურქეთის არმიისა და „თავისუფლი სირიის არმიის“ 59 ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქურთული სააგენტო Firat-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ თურქეთის არმიასთან შეტაკებები რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობს. ოპერაცია „ზეთისხილის რტოზე“ ბოლო ინფორმაციას აქვეყნებს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო ოპერაციის ზონაში 970 ქურთი მებრძოლი განეიტრალდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას 15 ჯარისკაცი დაიღუპა, 62 კი დაიჭრა. სირიის ხელისუფლება თურქეთს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს. თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ სამხედრო ოპერაცია მთავრობის წინააღმდეგ მიმართული არ არის და ტერორისტების განეიტრალებას ისახავს მიზნად.