სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სირიის აფრინის რეგიონში საცხოვრებელი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა
სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სირიის აფრინის რეგიონში საცხოვრებელი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სირიის აფრინის რეგიონში საცხოვრებელი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Hadath ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ყველა დევნილს დროებით თავშესაფარი არ აქვს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

აფრინის რეგიონში 1.5 მილიონი ეთნიკური ქურთი ცხოვრობს. თურქეთი ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ 20 იანვრის შემდეგ ატარებს. 18 მარტს თურქეთის არმიამ მოკავშირეებთან ერთად აფრინის ცენტრი დაიკავა.