თურქეთი სირიის აფრინის რეგიონის მომავალზე რუსეთის პოზიციას აკრიტიკებს
თურქეთი სირიის აფრინის რეგიონის მომავალზე რუსეთის პოზიციას აკრიტიკებს

სირიის აფრინის რეგიონის მომავალზე თურქეთი რუსეთის პოზიციას აკრიტიკებს. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი თავად გადაწყვეტს, როდის დაუბრუნებს აფრინს სირიის მოსახლეობას.

„როდესაც დრო მოვა, ჩვენ აფრინის რეგიონს მის მოსახლეობას პირადად გადავცემთ, მაგრამ დრო ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ განვსაზღვრავთ, და არა ბატონი ლავროვი“ – განაცხადა ერდოღანმა.

9 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აფრინზე კონტროლს თურქეთი სირიის ხელისუფლებას დაუბრუნებს, რაც ვითარების ნორმალიზებისთვისაა აუცილებელი.

სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ თურქეთმა ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო და აფრინის რეგიონი დაიკავა.