ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინემატოგრაფიის მთავარი პრიზი დაიმსახურა, ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა
ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) შვედეთის კინემატოგრაფიის მთავარი პრიზი დაიმსახურა. ასევე, მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. ფილმი ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა, რომლის პრემიერაც 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა.
ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა.
ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.