1996 წელს გადაღებული, პოპულარული და რეიტინგული კომედიის The First Wives Club-ის მიხედვით სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სერიალს ზუსტად იგივე სიუჟეტი ექნება, როგორიც ფილმს. ფილმში სამი მსახიობი დაიან კიტონი, ბეტ მიდლერი და გოლდი ჰოუნი თამაშობდნენ.
ახალი შოუს თითოეული ეპიზოდი 30-წუთიანი იქნება.
სერიალს კომპანია Paramount გადაიღებს.