ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ რეცენზია გამოცემა „ლონდონ ეკონომიკმა“ გამოაქვეყნა
ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ რეცენზია გამოცემა „ლონდონ ეკონომიკმა“ გამოაქვეყნა

შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმს „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ ლონდონის კინოფესტივალზე აჩვენებენ. კინოსურათის რეცენზია გამოცემა „ლონდონ ეკონომიკმა“ გამოაქვეყნა.

„ტრადიციების ბორკილებისგან გათავისუფლება – ეს გახლავთ შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის მთავარი მოტივი. კინოსურათი ქართული ფოლკლორული ანსამბლის მოცეკვავე მერაბის ისტორიას აღწერს, რომლის როლსაც ლევან გელბახიანი თამაშობს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სცენარის მიხედვით მერაბი ჰომოსექსუალი მოცეკვავეა, რომელსაც ფოლკლორული ანსამბლის ახალი წევრის მიმართ გაუჩნდება გრძნობა.

„საქართველოში ჰომოსექსუალობა აკრძალული არ გახლავთ, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის მარყუჟის გამო ეს თემა საზოგადოებისთვის მიუღებელია. ფილმის მთავრი გმირი, მერაბი კონსერვატიზმით გაჟღენთილ საქართველოში ლიბერალური გეი-ახალგაზრდობის სიმბოლოს წარმოადგენს“, – ნათქვამია ფილმის რეცენზიაში.

ლისაბი ფრიდელის ჰიპერ რეალისტური კინემატოგრაფი ძირითადად ბუნებრივ განათებაზეა აგებული. ფილმში უამრავი ახლო ხედია, რეპეტიციების ულამაზესი სცენები, ტრადიციული ქორწილები, სამზარეულო და არქიტექტურა, ასევე სულ არის წარმოდგენილი ბუნებაც. კამერის კუთხე ხშირად ყანყალებს და ამას ემატება სწრაფი მოძრაობები, რაც მთავრი გმირის ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს და ფორიაქს გამოხატავს“, – ნათქვამია რეცენზიაში.

აკინის ფილმი – ეს არის ტიპური ისტორია, რომელიც კონსერვატიულ გარემოში მუდამ მეორდება. ასეთ გარემოში სწორედ ბარიერების გადალახვით აღწევენ სიმტკიცეს და საკუთარ თავთან ჰარმონიას. რეჟისორი ახერხებს, რომ ეს ერთი შეხედვით ნაცნობი ისტორია მომნუსხველად ავთენტურად აქციოს. მერაბის მდგომარეობა გამოხატავს სიღარიბით დაზარალებულ საზოგადოებაზე რელიგიური, პოსტსაბჭოთა ზეგავლენის გარდაუვალობას, რომელსაც თან ახლავს პრევერსიული ტოქსიკური მასკულანობა, რომელიც ყველგან აღწევს. მეორე მხრივ კი, ვხედავთ პროგრესისადმი სწრაფვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც უფრო ღია და ლიბერალური ცხოვრებისკენ მიილტვიან. ფილმის ყველა სცენა ამ შინაგან ბრძოლას მძაფრად და ემოციურად გამოხატავს“, – ნათქვამია რეცენზიაში.