ფილიპინებზე სავაჭრო ცენტრში ხანძრისას 37 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებზე სავაჭრო ცენტრში ხანძრისას 37 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებზე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დავაოში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობა ქოლცენტრის თანამშრომელია. ისინი შენობის მესამე სართულზე ხანძრის გამო სავაჭრო ცენტრიდან ვერ გამოვიდნენ.

მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპული და დაკარგული მოქალაქეების ახლობლებს პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე პირადად შეხვდა. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.