ფილიპინების სანაპიროსთან ბორანის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ შვიდ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
ფილიპინების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ბორანის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ შვიდ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მეთევზეებმა და სანაპირო დაცვის გემებმა ბორტზე მყოფთაგან უმრავლესობის გადარჩენა შეძლეს.
ბორანის ჩაძირვის მიზეზი სავარაუდოდ, მეტეოროლოგიური პირობები გახდა. შემთხვევის დროს ძლიერი ქარი და დიდი ტალღები იყო.
ბორანის ბორტზე 251 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი.
ხომალდი ქალაქ რეალიდან კუნძულ პოლილოსკენ მიემართებოდა.