ინდოეთში ბორნის გადაბრუნებას მსხვერპლი მოჰყვა

09:20, 04.10.2019

ინდოეთში ბორნის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაკარგულად მიიჩნევა.

შემთხვევა მდინარე მაჰანანდაზე მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბორანზე 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ვერსიით, ინციდენტის მიზეზი სატრანსპორტო საშუალების გადატვირთულობა გახდა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი