გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა

გერმანიის ქალაქ ბრუხზალში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა.

გამოცემა „დი ველტის“ ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი, მათ შორის თვითმფრინავის 80 წლის მფრინავი.

თვითმფრინავი ბავარიის ქალაქ დახაუში მიემართებოდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.