თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
ფოლკლორის ცენტრში აცხადებენ, რომ ლელა თათარაიძემ – მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა – შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ეთერ თათარაიძემ, ეთერომ ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა.
ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობენ: მეუფე ზენონი, ანსამბლები – „ბასიანი“, „კესანე“, „კელაპტარი“, „ურმული“, „ლომისი“, „თაობა“, ხალხური მელექსენი, ასევე იქნებიან განსაკუთრებული სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ და სხვები.
დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიითა და სხვა პრემიებითა და ჯილდოებით.